Accessibility links

logo-print

იმუნოლოგი: ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინა, შესაძლოა, მზად იყოს 2015 წელს


მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი იმუნოლოგი "ბიბისისთან" ინტერვიუში იმედს გამოთქვამს, რომ ებოლას მომაკვდინებელი ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა 2015 წლის შუაში იქნება შესაძლებელი. ექიმი ენტონი პაუჩი - ალერგიისა და ინფექციური დაავადებების აშშ-ის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ამბობს, რომ ვაქცინის გამოცდამ რამდენიმე ხნის წინ წარმატებით ჩაიარა ცხოველებზე და მისი ხელახალი გამოკვლევა სექტემბერში დაიწყება. ამერიკელი ექიმების ინფორმაციით, ერთ-ერთი ამერიკელი ექიმის კენტ ბრენტლის მკურნალობა, რომელსაც ებოლას ვირუსი დასავლეთ აფრიკაში შეეყარა, წარმატებით მიმდინარეობს და პაციენტის მდგომარეობა უმჯობესდება. ბრენტლის აშშ-ის ერთ-ერთ კლინიკაში, ექსპერიმენტული პრეპარატით მკურნალობენ.

XS
SM
MD
LG