Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ უკრაინაში მოკლეს 30-მდე დაქირავებული მეომარი


დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებსა და მეზობელ რაიონებში შინაგანი წინააღმდეგობის რაზმებმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში 30-მდე დაქირავებული მეომარი მოკლეს. ამის შესახებ იუწყება უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩეველი ზორიან შკირიაკი. მისივე თქმით, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ამჟამად 13-დან 15 ათასამდე სეპარატისტი იმყოფება. როგორც უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს წარმომადგენელმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა, უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურეებმა აიღეს დონეცკის ოლქის ქალაქი იასინოვატაია. ლისენკომ დასძინა, რომ უკრაინელი ჯარისკაცები აქტიურად ემზადებიან დონეცკზე იერიშის მისატანად, თუმცა თავდასხმისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.

XS
SM
MD
LG