Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს უგზავნის საპროტესტო ნოტას


უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთს გაუგზავნა ნოტა, რომელშიც მოსკოვს ადანაშაულებს უკრაინის ტერიტორიების მიმართულებით საარტილერიო ცეცხლის გახსნაში. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, ასეთი ფაქტები აღირიცხა 1-დან 3 აგვისტოს ჩათვლით და იერიშების შედეგად არის მსხვერპლი როგორც სამხედრო მოსამსახურეებს, ისე სამოქალაქო პირებს შორის. სამინისტროს ინფორმაციით, გარდა ცეცხლის გახსნისა, კვლავაც გრძელდება რუსეთის ავიაციის მხრიდან უკრაინის საჰაერო სივრცის დარღვევა. უკრაინა მოითხოვს, ქვეყნის საზღვრებიდან დაუყოვნებლივ იქნეს გაყვანილი რუსეთის ჯარი. თავის მხრივ, რუსეთმა არაერთხელ დაადანაშაულა უკრაინა რუსეთის ტერიტორიების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში.

XS
SM
MD
LG