Accessibility links

logo-print

აშშ შეშფოთებულია რუსეთის გეგმით, აწარმოოს სამხედრო წვრთნა უკრაინის მახლობლად


აშშ შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის გეგმის თაობაზე, აწარმოოს სამხედრო-საჰაერო ძალების ფართომასშტაბიანი წვრთნა ასტრახანის ოლქში, უკრაინის საზღვრის მახლობლად. ამის შესახებ იუწყება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი ჯენ საკი. მისი სიტყვებით, ამ ტიპის სწავლებებს პროვოკაციის სახე აქვს და მხოლოდ სიტუაციის ესკალაციისკენ არის მიმართული. რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, "იტარ-ტასი" იტყობინება, რომ ორშაბათს ასტრახანის ოლქში, აშულუკის პოლიგონზე, დაიწყო სამხედრო-საჰაერო ძალების წვრთნა, რომელიც 8 აგვისტომდე გასტანს. აშულუკის პოლიგონი რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 800 კილომეტრში მდებარეობს.

XS
SM
MD
LG