Accessibility links

logo-print

ისრაელი და „ჰამასი“ სამდღიან ზავზე შეთანხმდნენ


ისრაელი და „ჰამასის“ ექსტრემისტული დაჯგუფება შეთანხმდნენ, სულ ცოტა, 72 საათით შეწყვიტონ ცეცხლი. შეთანხმების მიხედვით, მხარეებს შორის ცეცხლი შეწყდა სამშაბათს, ადგილობრივი დროით დილის რვა საათიდან. "როიტერის" სააგენტოს ინფორმაციით, მხარეები დათანხმდნენ ეგვიპტის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მას შემდეგ, რაც პალესტინელთა დაჯგუფებების, „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ წარმომადგენლები კაიროში შეხვდნენ ეგვიპტის დაზვერვის ხელმძღვანელს. ამ შეხვედრაში არ მონაწილეობდა ისრაელი. ეგვიპტის გეგმის მიხედვით, მოგვიანებით კაიროში ჩავლენ ისრაელისა და პალესტინელთა წარმომადგენლები, რათა შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტის უფრო გრძელვადიან პერიოდზე. შეიარაღებული კონფლიქტი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ერთი თვეა გრძელდება. ამ პერიოდში დაღუპულია 1800-მდე პალესტინელი, ასევე 60-ზე მეტი ისრაელი სამხედრო და სამი მშვიდობიანი მოქალაქე.

XS
SM
MD
LG