Accessibility links

ირანის მაღალჩინოსანი ადასტურებს, რომ "ჰამასს" მიაწოდა სარაკეტო ტექნოლოგიები


ირანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დღეს საჯაროდ განაცხადა, რომ ირანმა სარაკეტო ტექნოლოგიები მიაწოდა პალესტინურ ექსტრემისტულ დაჯგუფება "ჰამასს". მოჰსენ რეზეიმ, ირანელმა მაღალჩინოსანმა ირანის სახელმწიფო ტელევიზიის არაბულ არხს განუცხადა, რომ „პალესტინელთა წინააღმდეგობის რაკეტები ირანის მიერ ტექნოლოგიების გადაცემის ნაყოფია“. რეზეიმ დაამატა, რომ ირანმა „უნდა გადასცეს თავდაცვითი და სამხედრო ტექნოლოგიები პალესტინას, რათა მათ შეძლონ ბლოკადის პირობებში იარაღის შექმნა და თავის დაცვა“. რეზეიმ ასევე თქვა, რომ მიუხედავად ისრაელის თავდასხმისა ღაზაზე, „შენობები, სადაც იარაღს აწარმოებენ, ხელუხლებელია“.

XS
SM
MD
LG