Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერი ღარიბაშვილი: არასამთავრობოები არ არიან ობიექტურები


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ არასამთავრობო სექტორის მუშაობაში ტენდენციურობას ამჩნევს. არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე პრემიერმა გუშინ, დიასპორული სტაჟირების პროგრამაში ჩართულ სტუდენტებთან შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა, რომ მათ ვერ გაურჩევიათ, სად გადის ობიექტურობის ზღვარი. მან განაცხადა: „რამდენიმე კვირის წინ, საქართველოში ევროკავშირიდან ჩამოსული იყო ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც პირად საუბარში მითხრა, რომ შეხვედრა ჰქონდა წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და დარჩა გაოცებული, რადგან უთხრეს, რომ ისინი ემხრობიან მთავარ ოპოზიციურ ძალას, რადგან ის დღითი დღე სუსტება. მთავარი არგუმენტაცია იყო, რომ სუსტის დაცვა სურთ. ეს აბსოლუტურად დამახინჯებული მიდგომაა“ - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა და დაამატა, რომ ობიექტური კრიტიკისთვის მზად არის, რადგან გაძლიერებაში ეხმარება, თუმცა უსამართლო კრიტიკას ვერ მიიღებს.

XS
SM
MD
LG