Accessibility links

UNHCR: 2014 წელს უკრაინიდან რუსეთში 730 000 ადამიანი წავიდა


გაეროს დევნილთა სააგენტომ განაცხადა, რომ 2014 წელს უკრაინიდან რუსეთში 730 ათასი ადამიანი გადავიდა აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ბრძოლების გამო. UNHCR-ის ევროპის განყოფილების დირექტორის განცხადებით ამაში შედის ის 168 ათასი უკრაინის მოქალაქეც, რომლებმაც რუსეთის მიგრაციის სამსახურს მიმართეს. დამატებით 117 ათასი ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა უკრაინის შიგნით.

XS
SM
MD
LG