Accessibility links

logo-print

ავღანეთის სამხედრო ბაზაზე მოკლეს ამერიკელი გენერალი


აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ცნობა, რომ ქაბულის დასავლეთში მდებარე სამხედრო ბაზაზე ამერიკელი გენერალი შეეწირა ჯარისკაცის ფორმაში ჩაცმული მამაკაცის მიერ უცხოელი სამხედროებისთვის გახსნილ ცეცხლს. საუბარია ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელ ოფიცერიზე, რომელიც მოკლულ იქნა ავღანეთში 2001 წელს აშშ-ის ხელმძღვანელობით საერთაშორისო ძალების შესვლის შემდეგ. პენტაგონის პრესმდივნის ცნობით, თავდამსხმელი ავღანელი სამხედრო იყო, რომელიც საპასუხო სროლაში მოკლეს. ამერიკელი გენერლის სახელი საჯაროდ არ გამოცხადებულა. თავდასხმის დროს სამხედრო ბაზას ნატოს ოფიცრები სტუმრობდნენ. დაჭრილია კოალიციის 15-მდე სამხედრო. გერმანიის არმიის ცნობით, დაჭრილებს შორის გერმანელი გენერალია. მანამდე ქაბულის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ დაიჭრა სამი ავღანელი ოფიცერი. რამდენიმე თვეში, წლის ბოლომდე, ავღანეთი უნდა დატოვონ საერთაშორისო ძალებმა.

XS
SM
MD
LG