Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კოკა-კოლამ“ გააუქმა სარეკლამო კონტრაქტები რუსეთის ოთხ ტელეარხთან


აშშ-ის კომპანია „კოკა-კოლამ“ გააუქმა სარეკლამო კონტრაქტები რუსეთის ერთბაშად ოთხ ტელეარხთან. ამის შესახებ იუწყება გაზეთი „კომერსანტი“, რომელიც დასძენს, რომ ეს გადაწყვეტილება შეიძლება უკავშირდებოდეს რუსეთის მიმართ აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ შემოღებულ სანქციებს. აგვისტოდან „კოკა-კოლის“ რეკლამას ვეღარ იხილავენ „რენ ტვ“-ს, „მეხუთე არხის“, „დომაშნისა“ და „ზვეზდის“ მაყურებლები. პირველი სამი დაკავშირებულია ბანკ „როსიასთან“, რომელსაც აშშ-ის სანქციები შეეხო, ხოლო მეოთხე - „ზვეზდა“ - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის. ამასთანავე, „კოკა-კოლის“ ერთ-ერთმა სარეკლამო აგენტმა განაცხადა, ეს ნაბიჯი ეკონომიკური მოსაზრებებითაც გადაიდგა. კომპანიამ გადაწყვიტა შეცვალოს პოლიტიკა და რეკლამის ძირითადი ნაკადი მთავარი ფედერალური ტელეარხებისკენ მიმართოს.

XS
SM
MD
LG