Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ცნობით, უკრაინაში უარესდება ჰუმანიტარული ვითარება


სამშაბათს, გაეროს უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე, გაეროს ჰუმანიტარული საკითხების განყოფილების ხელმძღვანელმა ჯონ ჯინგმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში, ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ვითარება უარესდება. რეგიონში სერიოზული პრობლემებია წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ. ნგრევის მასშტაბები გაიზარდა, ამავე დროს სამედიცინო დაწესებულებათა პერსონალის ნაწილმა ტერიტორია დატოვა. ჯიონ ჯინგმა გააფრთხილა საბჭო, რომ თუ უახლოეს ხანში არ მოიძებნა „პოლიტიკური გადაწყვეტილება“, კონფლიქტის მსხვერპლის რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. გაეროს ცნობით, აღმოსავლეთ უკრაინაში დაიღუპა 1367 ადამიანი - მათ შორის მშვიდობიანი მოქლაქეებიც. რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, ვიტალი ჩურკინმა „კატასტროფა“ უწოდა აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილ ვითარებას და გაეროს შესთავაზა, ლუგანსკში გაიგზავნოს ჰუმანიტარული მისია „წითელი ჯვრის“ ეგიდით. გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ალექსანდრ პავლიჩენკომ კი ამის საპირისპიროდ თქვა, რომ უკრაინაში არ არის ჰუმანიტარული კრიზისი და რომ ვითარება დონეცკსა და ლუგანსკში სერიოზულია, მაგრამ არა კრიზისული. პავლიჩენკოს თქმით, უკრაინას შესწევს ძალა, თავად მოაგვაროს ვითარება, თუმცა კიევი ღიაა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობისთვისაც.

XS
SM
MD
LG