Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსმა ჰაკერებმა ინტერნეტის მილიარდი მომხმარებლის მონაცემები მოიპარეს


რუსმა კიბერდამნაშავეებმა შეძლეს მოეპარათ ელექტრონული ინფორმაცია ინტერნეტის მილიარდზე მეტი მომხმარებლის ანგარიშების შესახებ. ამას იუწყება გაზეთი „ნიუ იორკ ტაიმსი“. გაზეთი ეყრდნობა ქალაქ მილუოკიში მოქმედ ფირმას „ჰოლდ სეკიურიტის“. ამ ფირმის მოანცემებით, ინფორმაცია, რომელიც ჰაკერების ხელში მოხვდა, შეიცავს მომხმარებელთა სახელებს, მათი ინტერნეტანგარიშების პაროლებს და ელექტრონული ფოსტის 500 მილიონზე მეტ მისამართს. „ჰოლდ სეკიურიტიმ“ უარი განაცხადა, გაემჟღავნებინა იმ პირებისა და დაწესებულებების სახელები, რომლებიც ჰაკერებისაგან დაზარალდნენ, თუმცა თქვა, რომ დამნაშავეებმა ინფორმაცია 400 ათასი საიტიდან მოიპარეს. „ნიუ იორკ ტაიმსს“ მოჰყავს „ჰოლდ სეკიურიტის“ დამფუძნებლის ალექს ჰოლდენის სიტყვები იმის შესახებ, რომ ჰაკერების მსხვერპლად იქცნენ როგორც მსხვილი კორპორაციები, ისე მცირე ვებსაიტები.

XS
SM
MD
LG