Accessibility links

ავღანეთის სამხედრო ბაზაზე მოკლეს ამერიკელი გენერალი


აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ცნობა, რომ ქაბულის დასავლეთ ნაწილში მდებარე სამხედრო ბაზაზე ამერიკელი გენერალი შეეწირა ჯარისკაცის ფორმიანი მამაკაცის მიერ უცხოელი სამხედროებისთვის გახსნილ ცეცხლს. 55 წლის ჰაროლდ გრინი ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელი ოფიცერია, რომელიც ავღანეთში მოკლეს მას შემდეგ, რაც 2001 წელს ქვეყანაში აშშ-ის ხელმძღვანელობით საერთაშორისო ძალები შევიდნენ. პენტაგონის პრესმდივნის ცნობით, თავდამსხმელი ავღანელი სამხედრო იყო, და იგი საპასუხო სროლაში მოკლეს. თავდასხმის დროს სამხედრო ბაზას ნატოს ოფიცრები სტუმრობდნენ. დაჭრილია კოალიციის 15-მდე სამხედრო. გერმანიის არმიის წარმომადგენლის ცნობით, დაჭრილებს შორის არის გერმანელი გენერალიც. მანამდე ქაბულის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ დაიჭრა სამი ავღანელი ოფიცერი. წლის ბოლომდე საერთაშორისო ძალებმა უნდა დატოვონ ავღანეთი.

XS
SM
MD
LG