Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მარგველაშვილი შეხვდა ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებს


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეხვდა ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა იმსჯელეს ნატოს სექტემბრის სამიტზე განსახილველ საკითხებზე და ყურადღება გაამახვილეს ნატოში საქართველოს გაწევრიანების პროცესზე. გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ამ სამიტზე სათანადოდ აისახება ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების გზაზე. საუბარი შეეხო რეგიონალ საკითხებსაც. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ევროპულ და ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესში თანადგომისთვის.

XS
SM
MD
LG