Accessibility links

არასამთავრობო სექტორთან პრემიერის შეხვედრის საკითხი კონსულტაციების შემდეგ გადაწყდება


არასამთავრობო ორგანიზაციებთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის შესაძლებლობის საკითხი კონსულტაციების შემდეგ გადაწყდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს აცნობა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნინო კობახიძემ. მისი თქმით, არასამთავრობო სექტორს არაერთხელ გამოუთქვამს პრემიერთან შეხვედრის სურვილი. „ჩვენ გავივლით კონსულტაციებს ირაკლი ღარიბაშვილთან და იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელი იქნება, ეს შეხვედრა შედგება“, - აღნიშნა კობახიძემ. გუშინ პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა არასამთავრობო სექტორსა და მედიასთან კომუნიკაციის გააქტიურების მნიშვნელობაზე და რამდენიმე კრიტიკული შენიშვნა გამოთქვა არასამთვრობო სექტორის მისამართით.

XS
SM
MD
LG