Accessibility links

logo-print

პოლონეთის პრემიერი: უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის საფრთხე გაზრდილია


პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, მან „ბოლო რამდენიმე საათში“ მიიღო ინფორმაცია, რომ უკრაინაში რუსეთის პირდაპირი სამხედრო ინტერვენციის საფრთხე ახლა უფრო მაღალია, ვიდრე რამდენიმე დღის წინ იყო. ტუსკის მიერ ვარშავაში გაკეთებული ამ განცხადების ფონია ცნობები, რომ უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების დისლოცირება მიმდინარეობს. მოსკოვმა 4 აგვისტოს გააკეთა განცხადება, რომ სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს ცენტრალურ და დასავლეთ რუსეთში, მათ შორის უკრაინასთან მოსაზღვრე ყველა რეგიონში. წვრთნები მოიცავს 100-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავის და მოიერიშე ვერტმფრენების მობილიზაციას. გაერო აცხადებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში უარესდება ჰუმანიტარული კრიზისი, იმ ფონზე, როცა უკრაინის მთავრობის ძალებსა და პრო-რუსულად განწყობილ სეპარატისტებს შორის გრძელდება შეტაკებები ქალაქების ლუგანსკისა და დონეცკის გარშემო. გაეროში რუსეთის ელჩი, ვიტალი ჩურკინი აცხადებს, რომ მოსკოვს ამ ქალაქებში მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა სურს.

XS
SM
MD
LG