Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ ერაყში შეტაკებებია ქურთ მებრძოლებს და ისლამისტებს შორის


ერაყში, ქურთთა რეგიონის დედაქალაქ ირბილიდან 40 კილომეტრის მოშორებით შეტაკებებია ქურთ მებრძოლებსა და „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ცნობილი ჯგუფის ექსტრემისტებს შორის. ბრძოლა მიმდინარეობს ირბილიდან სამხრეთ-დასავლეთით. გასულ შაბათ-კვირას ექსტრემისტებმა ქვეყნის ჩრდილოეთში ინტენსიური შეტევა აწარმოეს, რამაც სამხედრო თანამშრომლობის განახლებისკენ უბიძგა ქურთ ოფიციალურ პირებს და ერაყის მთავრობას, რომელშიც შიიტები დომინირებენ. თანამშრომლობა მოიცავს ერაყის ძალების მხრიდან საჰაერო იერიშების განხორციელებას, ფეშმერგას ქურთი მებრძოლების დახმარების მიზნით. 3 აგვისტოს ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები დაეპატრონენ ქალაქებს ზუმარსა და სინჯარს, რის გამოც ათასობით ადამიანმა საცხოვრებელი სახლი დატოვა და მთებს შეაფარა თავი. ფეშმერგას ლიდერი, იაბარ იავარი აცხადებს, რომ ერაყის იეზიდთა უმცირესობის 50,000 წარმომადგენელი სინჯარის ახლოს მთებშია გახიზნული და დახმარების გარეშე მათ შიმშილით სიკვდილი ემუქრება.

XS
SM
MD
LG