Accessibility links

logo-print

საბერძნეთის სასამართლომ 6 ოქტომბრისთვის გადადო დათა ახალაიას პროცესი


საბერძნეთის სასამართლომ 6 ოქტომბრისთვის გადადო საქართველოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას პროცესი. დღეს სასამართლოს ახალაიას საქართველოში ექსტრადიციის შესახებ უნდა ემსჯელა. დათა ახალაია რამდენიმე თვის წინ დააკავეს საბერძნეთში იტალიაში ყალბი საბუთებით გადასვლის მცდელობისას. ახალაიას გირაოს სახით 100 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა და თანხის გადახდის შემდეგ ის გაათავისუფლეს. საქართველოში დათა ახალაიას წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

XS
SM
MD
LG