Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კოსმოსური ზონდი "როზეტა" კომეტას მიუახლოვდა


ევროპის კოსმოსური ზონდი „როზეტა“, ათწლიანი ფრენისა და მზის სისტემის შიგნით ექვსი მილიარდი კილომეტრის დაფარვის შემდეგ, მიუახლოვდა კომეტას, რასაც ექსპერტები კოსმოსური კვლევის სფეროში ისტორიულ მოვლენად აფასებენ. ზონდი „როზეტა“ პირველი ხელოვნური ობიექტია, რომელიც კომეტის მახლობლად მოძრაობს. ნოემბერში ზონდი უნდა დაეშვას კოსმოსური სხეულის ყინულოვან ზედაპირზე და შეაგროვოს ინფორმაცია, რომელიც სპეციალისტებს საშუალებას მისცემს, უპასუხონ მზის სისტემის შექმნასთან დაკავშირებულ არაერთ კითხვას. გავრცელებული თეორიის თანახმად, კომეტები შეიქმნა ყინულისა და მტვრისგან, რომელიც წარმოიშვა 4,6 მილიარდი წლის წინათ, როცა მზის სისტემა გაჩნდა. ზონდი „როზეტა“ 2004 წელს გაუშვეს კოსმოსში. პროექტის ღირებულება 1,5 მილიარდ დოლარს აღემატება.

XS
SM
MD
LG