Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბილდტი: საქართველოს მთავრობა ევროპული გზიდან უხვევს


შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კარლ ბილდტმა, „ტვიტერით“ გაავრცელა შეტყობინება: „საქართველოს მთავრობა ევროპული გზიდან უხვევს სასამართლო სისტემის შურისძიებისთვის გამოყენებით. ეს ქვეყანას ზიანს აყენებს“. იქვე ბილდტს მოაქვს ცნობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილების შესახებ, რომელმაც დაუშვებლად სცნო სარჩელის განხილვა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე და ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ყოფილ მაღალჩინოსნებს 2 აგვისტოს წინასწარი პატიმრობა მიესაჯათ. საქართველოს პროკურატურამ ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი 28 ივლისს წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, "საქმე ეხება 7 ნოემბერს მომიტინგეთა დარბევას, ტელეკომპანია ‘იმედში’ შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას".

XS
SM
MD
LG