Accessibility links

logo-print

უკრაინა: 7 აგვისტოს კიევს ეწვევა ნატოს გენერალური მდივანი


უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 7 აგვისტოს კიევში ჩავა ნატოს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი. სამინისტროს თანახმად ვიზიტი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მიერ გაგზავნილი მიწვევის საფუძველზე შედგება, მიზნად ისახავს ნატო-უკრაინის პარტნიორობის შესახებ შეხვედრისთვის მზადებას. 6 აგვისტოს უფრო ადრე ნატომ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის 20,000-მდე სამხედროა დისლოცირებული. ნატოს თანახმად, მოსკოვმა შესაძლოა ჰუმანიტარული ან სამშვიდობო მისია გამოიყენოს უკრაინაში სამხედროების შეგზავნის საბაბად. დღეს უფრო ადრე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის პირდაპირი სამხედრო ინტერვენციის საფრთხე ახლა უფრო მაღალია, ვიდრე რამდენიმე დღის წინ იყო. ტუსკის მიერ ვარშავაში გაკეთებული ამ განცხადების ფონია ცნობები, რომ უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების დისლოცირება მიმდინარეობს. მოსკოვმა 4 აგვისტოს გააკეთა განცხადება, რომ სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს ცენტრალურ და დასავლეთ რუსეთში, მათ შორის უკრაინასთან მოსაზღვრე ყველა რეგიონში.

XS
SM
MD
LG