Accessibility links

logo-print

პუტინი სანქციების გამო სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტს კრძალავს


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც კრძალავს ან ზღუდავს საკვების და სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტს რუსეთისთვის სანქციების დამწესებელი ქვეყნებიდან. ბრძანება, რომლის ტექსტი 6 აგვისტოს გავრცელდა, ამბობს, რომ იმპორტი ერთი წლის განმავლობაში იქნება „აკრძალული ან შეზღუდული“. ამასთან, პუტინმა რუსეთის მთავრობას დაავალა შეადგინონ სხვა საქონლის სია, რომლის იმპორტიც ასევე უნდა დაექვემდებაროს აკრძალვას ან შეზღუდვას. პუტინის განცხადებით, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ის, რომ საპასუხო ზომებმა რუსეთის მომხმარებელს არ მიაყენოს ზიანი. მოსკოვს უკვე დაწესებული აქვს აკრძალვა სოფლის მეურნეობის გარკვეული პროდუქციის იმპორტზე უკრაინიდან, მოლდავეთიდან და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნიდან. ახალი აკრძალვების ფონია ევროკავშირის მიერ რუსეთის საბანკო, ნავთობის და ენერგეტიკის სექტორებისთვის დაწესებული სანქციები, მოსკოვის მხრიდან აღმოსავლეთ უკრაინაში პრო-რუსულად განწყობილი სეპარატისტების სავარაუდო მხარდაჭერის გამო.

XS
SM
MD
LG