Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლისის ტბაზე მოეწყობა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დამზადებული ნამუშევრების გამოფენა


აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თაოსნობით დღეს, ლისის ტბაზე მოეწყობა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დამზადებული ნამუშევრების გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პროგრამის - „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ - ფარგლებში ჩატარებული სასკოლო კონკურსის გამარჯვებული ნამუშევრები და ჩეხეთის საელჩოს მხარდაჭერით, ჩეხი ხელოვანის, ვერონიკა რიხტეროვას შემოქმედება. ორგანიზატორების განმარტებით, ღონისძიების მიზანია, გამოფენის საშუალებით საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს ნარჩენების შემცირებისა და მოხმარებული ნივთების ხელახალი გამოყენების მნიშვნელობა.

XS
SM
MD
LG