Accessibility links

logo-print

კარლ ბილდტი: საქართველოს ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემის შურისძიების მიზნით გამოყენებით სცდება ევროპულ გზას


შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტის თქმით, მართლმსაჯულების სისტემის შურისძიების მიზნით გამოყენებით საქართველოს ხელისუფლება სცდება ევროპულ გზას. ასე გამოეხმაურა ბილდტი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, წარმოებაში არ მიეღო აპელაცია, რომლითაც დაცვის მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2 აგვისტოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა. თავის „ტვიტერის“ გვერდზე ბილდტი აღნიშნავს, რომ ეს ასეთ გადაწყვეტილებებს ზიანი მოაქვს ქვეყნისთვის. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა მისი პრეზიდენტობის დროს, 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევასა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეებზე.

XS
SM
MD
LG