Accessibility links

ლიბერიაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა ებოლას ვირუსის გავრცელების გამო


ლიბერიის პრეზიდენტმა ელენ ჯონსონ სერლიფმა მომაკვდინებელი ვირუსის, ებოლას ეპიდემიის აფეთქების გამო ქვეყანაში გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 90 დღეს გასტანს. ებოლას სახელით ცნობილ ციებ-ცხელებას გვინეაში, სიერა-ლეონესა და ნიგერიაში 930-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, ებოლას ვირუსის თაობაზე კომენტირებისას, განაცხადა, რომ ჯერჯერობით ადრეა გადაწყვეტილების მიღება ექსპერიმენტული პრეპარატების გამოყენების თაობაზე.

XS
SM
MD
LG