Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონში დასრულდა აშშ-ისა და აფრიკის პირველი სამიტი


აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას თქმით, მიუხედავად პრობლემებისა, რომლის წინაშეც დღეს აფრიკა დგას, ვაშინგტონი ხედავს შესაძლებლობას, გააფართოოს საქმიანი კონტაქტები ამ კონტინენტის ქვეყნებთან. ამის შესახებ ობამამ ისაუბრა გუშინ, ვაშინგტონში გამართულ სამდღიან სამიტზე, რომელიც პირველად ჩატარდა აშშ-სა და აფრიკას შორის. ობამას თქმით, შეერთებული შტატები მზად არის აფრიკის ქვეყნებს გაუწიოს დახმარება უსაფრთხოების, ტერორიზმთან და ადამიანებით ვაჭრობასთან ბრძოლის საქმეში: „აფრიკამ უნდა იცოდეს, რომ აშშ-ის სახით მათ მტკიცე და საიმედო პარტნიორი ჰყავთ“, - თქვა პრეზიდენტმა.

XS
SM
MD
LG