Accessibility links

logo-print

ბაიდენმა და პოროშენკომ განიხილეს უკრაინის საზღვართან არსებული მდგომარეობა


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განიხილეს უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ტექნიკის მობილიზების საკითხი. თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, „პოროშენკომ და ბაიდენმა შეშფოთება გამოთქვეს მოსკოვის იმ განცხადების გამო, რომ უკრაინაში გართულებული სიტუაციის მოსაგვარებლად, შესაძლოა, გაიზარდოს რუს მშვიდობისდამცველთა როლი“. თეთრ სახლში ასევე აღნიშნეს, რომ ვაშინგტონის ინფორმაციით, რუსეთი კვლავაც აგრძელებს იარაღის მიწოდებას აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედი სეპარატისტებისათვის.

XS
SM
MD
LG