Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა და მერკელმა სატელეფონო საუბრისას უკრაინის კრიზისზე იმსჯელეს


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები. კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, პუტინმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე საომარ ოპერაციებზე, რომელსაც, მისი თქმით, უკრაინის ძალოვანი სტრუქტურები აწარმოებენ და რომელსაც ხალხი ეწირება. არის ჰუმანიტარული პრობლემებიც. შექმნილი ვითარებისთვის პასუხისმგებლობა პუტინმა კიევს დააკისრა, ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ორი ქვეყნის ლიდერებმა დადებითად შეაფასეს საკონტაქტო ჯგუფის მუშაობა და ეუთოს სამეთვალყურეო მისიის აღდგენა რუსეთ-უკრაინის საზღვრის „დონეცკისა“ და „გუკოვოს“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე.

XS
SM
MD
LG