Accessibility links

ბარაკ ობამა: სანქციების შედეგად, რუსეთის ეკონომიკის განვითარება შესაძლოა შეფერხდეს


აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას აზრით, აშშ-ისა და ევროპის მიერ დაწესებული სანქიების შედეგად, რუსეთის ეკონომიკის განვითარება, შესაძლოა, შეფერხდეს. ამის შესახებ ობამამ გუშინ, ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პასუხად კითხვაზე, მიაწოდებს თუ არა აშშ უკრაინას იარაღს, ობამამ განაცხადა, რომ უკრაინა სათანადოდ არის აღჭურვილი საიმისოდ, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს სეპარატისტებს. „თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრება, ჩვენ ამ საკითხს, რა თქმა უნდა, გადავსინჯავთ“, - დასძინა ობამამ.

XS
SM
MD
LG