Accessibility links

logo-print

ისრაელი თანახმაა ღაზის სექტორში საზავო შეთანხმების გაგრძელებაზე


ისრაელის ხელისუფლება წინააღმდეგი არ არის, ღაზის სექტორში გაგრძელდეს 72-საათიანი საზავო შეთანხმება. ამას იუწყებიან დასავლეთის მედიასაშუალებები, ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენელზე დაყრდნობით. 5 აგვისტოს დილიდან ისრაელისა და პალესტინელთა დაჯგუფებებს შორის ამოქმედდა ცეცხლის შეწყვეტის 72-საათიანი ჰუმანიტარული შეთანხმება, რომელიც ეგვიპტის შუამავლობით გაფორმდა. „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც ეგვიპტეში იმყოფება, თავის „ტვიტერის“ გვერდზე წერს, რომ ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივების თაობაზე შეთანხმება არ არის მიღწეული.

XS
SM
MD
LG