Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლები კონსულტაციებს მართავენ


დღეს, ჟენევაში, აშშ-ისა და ირანის მთავრობათა წარმომადგენლები მართავენ ორმხრივ კონსულტაციებს თეირანის ბირთვული პროგრამის საკითხზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ვაშინგტონის დელეგაციას სათავეში უდგას სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსი. ივლისში ირანისა და მსოფლიოს ექვსი ქვეყნის - გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის - წარმომადგენლებმა ვერ მოილაპარაკეს ირანის ბირთვულ კრიზისთან დაკავშირებით საბოლოო და ყოვლისმომცველი შეთანხმების პირობებზე. ამის შემდეგ მხარეებმა გადაწყვიტეს, მოლაპარაკების ვადა ნოემბრამდე გაეგრძელებინათ. შეთანხმების პროექტი ითვალისწინებს ირანის მიმართ მოქმედი სანქციების შერბილებას, რის პასუხადაც ირანმა უნდა შეწყვიტოს საქმიანობა, რომელიც ბირთვული იარაღის შექმნას შეიძლება უკავშირდებოდეს. აშშ და მისი მოკავშირეები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ირანს ბირთვული იარაღის შექმნა სურს, თეირანი კი ამტკიცებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიანი ხასიათისაა.

XS
SM
MD
LG