Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ბანკები დახმარებას სთხოვენ სახელმწიფოს


რუსეთის ბანკებმა, „გაზპრომბანკმა“ და „როსსელხოზბანკმა“, რომლებზეც ვრცელდება კიევის მიმართ მოსკოვის პოლიტიკის გამო აშშ-ისა და ევროკავშირის შემოღებული სანქციები, დახმარების თხოვნით მიმართეს სახელმწიფოს. ამის შესახებ, რუსეთის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება გაზეთი „ვედომოსტი“. გაზეთის ცნობით, „როსსელხოზბანკმა“ მთავრობას 100 მილიარდი რუბლი სთხოვა, ხოლო „გაზპრომბანკმა“ ეროვნული კეთილდღეობის ფონდს შესთავაზა, 40 მილიარდ რუბლად შეიძინოს პრივილეგირებული აქციები. „ვედომოსტის“ ინფორმაციით, რუსეთის ფინანსთა სამინისტრო ბანკებისთვის დახმარების გაწევის წინააღმდეგია, ვარაუდობს რა, რომ სანქციების საბაბით მათ სურთ, სახელმწიფოსგან მაქსიმალური მხარდაჭერა მიიღონ.

XS
SM
MD
LG