Accessibility links

logo-print

თბილისში დაიხურება ამბასადორიალი 2014


დღეს თბილისში გაიმართება ამბასადორიალის დასკვნითი შეხვედრა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ღონისძიების მონაწილეებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავენ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ამბასადორიალის ფარგლებში დღესვე გაიმართება რეგიონული და თემატური ჯგუფების სამუშაო შეხვედრები. წლევანდელი ამბასადორიალის შედეგებს შეაჯამებს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე.

XS
SM
MD
LG