Accessibility links

შავ ზღვაში შევიდა აშშ-ის სარაკეტო კრეისერი „ველა გალფი“


აშშ-ის სარაკეტო კრეისერი „ველა გალფი“ კიდევ ერთხელ შევიდა შავ ზღვაში - იუწყება რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარი შტაბი. მანამდე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტის სარდლობამ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმად, შავ ზღვაში „ველა გალფის“ შესვლა მიზნად ისახავს „რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას“. აღმოსავლეთ უკრაინაში კრიზისის გამწვავების შემდეგ შავ ზღვაში მუდმივად იმყოფებიან აშშ-ისა და ნატოს წევრი სხვა ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალების გემები. კრეისერი „ველა გალფი“ აღჭურვილია „ტომაჰოკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებითა და SM-3-ის ტიპის გადამტაცი რაკეტებით. ამ უკანასკნელებს სასურველ ობიექტს „იჯისის“ სისტემის გამოყენებით უმიზნებენ.

XS
SM
MD
LG