Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა აკრძალა იმპორტი აშშ-დან, ევროკავშირიდან, ავსტრალიიდან, კანადიდან და ნორვეგიიდან


რუსეთი აცხადებს, რომ სრული ემბარგო გამოაცხადა საკვები პროდუქტების უმეტესობის იმპორტზე აშშ-დან, ევროკავშირიდან, ავსტრალიიდან, კანადიდან და ნორვეგიიდან. ემბარგო, რომელიც შეეხება საქონლის ხორცის, ღორის ხორცის, ქათმის, თევზის, ხილის, ბოსტნეულის, რძის, ყველის და სხვა რძის პროდუქტების იმპორტს - პასუხია დასავლეთის სანქციებზე, რომლებიც რუსეთს დაეკისრა უკრაინაში მის მიერ გატარებული პოლიტიკის გამო. ემბარგოს დეტალებზე 7 აგვისტოს პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა ილაპარაკა სამთავრობო შეხვედრის დროს. აკრძალვა ძალაში დაუყოვნებლივ შევიდა და იმოქმედებს ერთი წლის განმავლობაში. ამერიკამ 6 აგვისტოს გამოაცხადა, რომ ნებისმიერი მსგავსი ნაბიჯი მხოლოდ გააღრმავებს რუსეთის იზოლაციას საერთაშორისო საზოგადოებისაგან. მედვედევმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი განიხილავს საჰაერო სივრცის დახურვის შესაძლებლობას დასავლური ავიაკომპანიებისათვის, რომლებიც აზიის მიმართულებით დაფრინავენ. მსგავსი ნაბიჯი მნიშვნელოვნად გაზრდიდა ფრენის ხანგრძლივობას და ფასს.

XS
SM
MD
LG