Accessibility links

ისლამისტმა ექსტრემისტებმა ერაყის ქრისტიანული ქალაქები აიღეს


„ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ცნობილი ჯგუფის ექსტრემისტებმა დღეს აიღეს ერაყის ყველაზე მსხვილი ქრისტიანული ქალაქი და მისი შემოგარენები, რის გამოც იქაურობა ათობით ათასმა ადამიანმა დატოვა. ქარაგოშის აღება მოყვა ქურთი მებრძოლების უკანდახევას, რომლებმაც შაბათ-კვირას გამანადგურებელი დამარცხება განიცადეს. ექსტრემისტებმა ასევე დაიკავეს კიდევ 3 ძირითადად ქრისტიანებით დასახლებული ქალაქი. ისლამისტი მებრძოლები წინსვლას ახერხებენ მიუხედავად კონტრდარტყმებისა, რომლებსაც ქურთი მებრძოლები და ერაყის სამთავრობო ძალები მათ კოორდინირებულად აყენებენ.

XS
SM
MD
LG