Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსეთში შიმშილობა დაიწყეს


უკრაინელმა მეთაურმა, რომლის ჯარისკაცებიც რუსეთში გადავიდნენ, განაცხადა, რომ ბევრმა მათგანმა შიმშილობა დაიწყო. ანდრეი ჰრიშჩენკომ, უკრაინის არმიის 72-ე მექანიზებული ბრიგადის მეთაურმა 6 აგვისტოს რადიო თავისუფლების უკრაინის სამსახურს განუცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ჯარისკაცებმა გუკოვოს სასაზღვრო პუნქტთან განთავსებულ ბანაკში მიიღეს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ჯარისკაცი შიმშილობს. სხვადასხვა გამოთვლებით რუსეთში 66 ჯარისკაცი რჩება. ჰრიშჩენკოს თქმით, უკრაინელებს სამსახური შესთავაზა რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურმა. მან ასევე დაამატა, რომ მისი ჯარისკაცები „მამაცურად იბრძოდნენ“ ორი თვის განმავლობაში და „ნორმალურ შედეგებს“ მიაღწიეს, ვიდრე პრორუსმა სეპარატისტებმა არ აიძულეს, რუსეთში გაქცეულიყვნენ.

XS
SM
MD
LG