Accessibility links

logo-print

რასმუსენი კიევში ჩავიდა


ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა. „ჩამოვედი, რათა ნატოს პოლიტიკური მხარდაჭერა შევთავაზო უკრაინას და პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს“ - განაცხადა რასმუსენმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე. უფრო ადრე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვასილი ზვარიჩმა რასმუსენის ვიზიტს „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“ უწოდა და თქვა, რომ ის ნატოს პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრირებაა. გუშინ ნატომ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის 20 ათასამდე სამხედროა დისლოცირებული. ნატოს თანახმად, მოსკოვმა, შესაძლოა, ჰუმანიტარული ან სამშვიდობო მისია გამოიყენოს უკრაინაში სამხედროების შეგზავნის საბაბად. გუშინვე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის პირდაპირი სამხედრო ინტერვენციის საფრთხე ახლა უფრო მაღალია, ვიდრე რამდენიმე დღის წინ იყო.

XS
SM
MD
LG