Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოდარ ხადური: გავაგრძელებთ საგადასახადო კოდექსის ლიბერალიზაციას


საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შევა, „რომელიც მიმართულია სამართლიანი და ეფექტური ადმინისტრირებისათვის საჭირო სამართლებრივი ბაზის შექმნისკენ, ჯარიმებისა და სანქციების შემდგომი ლიბერალიზაციისკენ“. მინისტრის განმარტებით, ძირითადი ცვლილება შეეხება შიდა გადამუშავებაში მოქცეული საქონლის გადამუშავებისთვის გაწეული მომსახურების გათავისუფლებას დამატებითი ღირებულების გადასახადისგან. კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც კოდექსში შედის, მინისტრის თქმით, არის ის, რომ მარტივდება ტურისტული საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების შესრულების მექანიზმები.

XS
SM
MD
LG