Accessibility links

logo-print

ჯონ კერი შეხვდება ავღანეთის პრეზიდენტობის კანდიდატებს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი დაუანონსებელი ვიზიტით ჩაფრინდა ავღანეთში, რათა განმუხტოს ვითარება პრეზიდენტობის ორ კანდიდატს შორის. დღის ბოლოს კერი ორივე მათგანს - აბდულა აბდულას და აშრაფ ღანის შეხვდება. პრეზიდენტობის კანდიდატები 14 ივნისის არჩევნების შედეგებზე ვერ თანხმდებიან. აბდულას განცხადებით ღანიმ არჩევნების მასობრივი გაყალბების გზით გაიმარჯვა. ამჯამად მიმდინარეობს 8 მილიონი ბიულეტენის გადათვლა . ამ პროცესს, რომელიც ჯონ კერიმ შეათანხმა - გაერო აკვირდება. კერი ასევე გეგმავს პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან შეხვედრას, შემდეგ კი ის მიანმარში გაემგზავრება, აზიის უსაფრთხოების კონფერენციაზე დასასწრებად.

XS
SM
MD
LG