Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატომ უკრაინას მხარდაჭერა აღუთქვა


ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი 7 აგვისტოს უკრაინას დახმარებას დაპირდა „რუსეთის აგრესიის“ პირობებში და რუსეთს მოუწოდა ჯარები უკან დაეხია უკრაინის საზღვრიდან. რასმუსენმა, რომელიც კიევში ვიზიტისას გამოვიდა სიტყვით, რუსეთს მოუწოდა „დაშორდეს უფსკრულის ნაპირს, დაიხიოს საზღვრიდან და არ გამოიყენოს მშვიდობის დაცვა ომის საბაბად“. მან თქვა, რომ რუსეთი, ვითარების დე-ესკალაციის ნაცვლად აგრძელებს უკრაინის დესტაბილიზაციას და აგრძელებს პრორუსი სეპარატისტების მასშტაბურ მხარდაჭერას.

XS
SM
MD
LG