Accessibility links

logo-print

დევიდ კოენი: ვაშინგტონი მზადაა, გააფართოვოს სანქციები მოსკოვის მიმართ


აშშ-ის ხელმძღვანელობის წარმომადგენელმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზადაა, გააფართოვოს სანქციები მოსკოვის მიმართ, თუკი რუსეთის ხელისუფლება არ შეწყვეტს უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერას. აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, დევიდ კოენმა ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა გააფრთხილა მოსკოვი იმის შესახებ, თუ რა შედეგი მოჰყვება ირანთან მის გარიგებას სქემით „ნავთობი საქონლის სანაცვლოდ“. ჯერჯერობით არაა ნათელი, შეათანხმეს თუ არა რუსეთმა და ირანმა ამ გარიგების დეტალები, განაცხადა კოენმა.

XS
SM
MD
LG