Accessibility links

აგვისტოს ომის შესახებ დოკუმენტის ნაწილს თავდაცვის სამინისტრო უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს


2008 წლის აგვისტოს ომის შემსწავლელი დოკუმენტის ნაწილს თავდაცვის სამინისტრო უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს, - ამის შესახებ დღეს დილით განაცხადა გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ, რომელმაც მუხათგვერდის სასაფლაოზე პატივი მიაგო 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს. კაპანაძის თქმით, მთავარი არის ის ფაქტი, რომ არავინ და არაფერი უნდა იყოს დავიწყებული, ვინაიდან „ჩვენმა გმირებმა თავისი სისხლით მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანეს ომის საბოლოო შედეგში“. რაც შეეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ აგვისტოს ომის შესწავლას, ვახტანგ კაპანაძემ აღნიშნა, რომ ეს იყო შესწავლა სამხედრო თვალსაზრისით და დოკუმენტზე მუშაობა დასრულებულია.

XS
SM
MD
LG