Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის მთავრობამ ნებართვა გასცა ებოლას საწინააღმდეგო წამლის გამოყენების თაობაზე


კანადის ფარმაცევტული ფირმა „ტეკმირა“ იტყობინება, რომ ამერიკის სურსათისა და წამლების კონტროლის ადმინისტრაციამ, გასცა ებოლას საწინააღმდეგო ექსპერიმენტული პრეპარატის გამოყენების ნებართვა. აშშ-ის ხელისუფლებამ ე.წ. „სრული კლინიკური აკრძალვა“ შეცვალა „ნაწილობრივი კლინიკური აკრძალვით“ , რაც შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც ნებართვა. კომპანია „ტეკმირას“ წარმომადგენლებმა კმაყოფილება გამოთქვეს ამ გადაწყვეტილების გამო. ებოლას ციებ-ცხელების ახალმა აფეთქებამ, დასავლეთ აფრიკაში ათასამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

XS
SM
MD
LG