Accessibility links

ავიაკომპანია „დელტა“ მზად არის, უარი თქვას რუსეთის თავზე ფრენაზე


აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია „დელტა“ მზად არის, შეცვალოს საფრენი რეისების მარშრუტები ამერიკიდან აზიაში, თუ რუსეთი აკრძალავს თავისი ტერიტორიის თავზე ევროპისა და აშშ-ის ავიაკომპანიების თვითმფრინავების ფრენას. განცხადება ამის თაობაზე, ავიაკომპანიამ 7 აგვისტოს გამოაქვეყნა თავის ვებსაიტზე. განცხადებაში ნათქვამია, რომ ფრენის აკრძალვა შესაძლოა, „დელტას“ 12 მარშრუტს შეეხოს. ჟურნალ „ნიუსუიკის“ ცნობით, მარშრუტების შეცვლის შესაძლებლობას ასევე განიხილავენ ავიაკომპანია „იუნაიტედ ერლაინზიც“ და ერთ-ერთი უმსხვილესი გადამზიდი კომპანია "იუ-პი-ესი".

XS
SM
MD
LG