Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამამ სანქცია გასცა ერაყში საჰაერო დარტყმების განხორციელებაზე


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გასცა განკარგულება, საჰაერო იერიში განხორციელდეს ერაყში მოქმედი ისლამისტი მებრძოლების პოზიციებზე. პრეზიდენტმა ბრძანა, აგრეთვე, ჰუმანიტარული დახმარება - სურსათი და წყალი - მიაწოდონ ერაყის რაიონებს, სადაც იმყოფებიან დევნილები, რომლებიც იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ ისლამისტთა მიერ დაკავებული დასახლებული პუნქტები. თავისი ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა თანამემამულეებს ხუთშაბათ საღამოს გააცნო სატელევიზიო მიმართვისას. ობამას თქმით, საჭიროების შემთხვევაში წერტილოვანი დარტყმების მიზანი იქნება, წინ აღუდგნენ ისლამისტების მიერ ქალაქ ერბილის ხელში ჩაგდებას, დაიცვან იქ მყოფი ამერიკელი მოქალაქეები და დახმარება გაუწიონ ერაყის უსაფრთხოების ძალებს. პრეზიდენტმა ობამამ დაარწმუნა ქვეყანა, რომ ის არ დაუშვებს ერაყის ომში ამერიკის შეერთებული შტატების ჩართვას.

XS
SM
MD
LG