Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დილით ისრაელზე სარაკეტო იერიში მიიტანეს ღაზის სექტორიდან


დღეს დილით ისრაელზე სარაკეტო იერიში მიიტანეს ღაზის სექტორიდან - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. იერიშამდე ცოტა ხნით ადრე ამოიწურა ისრაელსა და პალესტინელებს შორის მიღწეული სამდღიანი საზავო შეთანხმება. გუშინ კაიროში უშედეგოდ დამთავრდა მოლაპარაკება საზავო შეთანხმების გაგრძელების თაობაზე. „ჰამასის“ ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ ზავს არ გააგრძელებს, რადგან ისრაელი უარს ამბობს პალესტინელთა მოთხოვნების შესრულებაზე. „ჰამასის“ ძირითად მოთხოვნებს შორის არის ღაზის სექტორის ბლოკადის შეწყვეტა და რეგიონში საზღვაო პორტის გახსნა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ღაზის სექტორში 1900-მდე პალესტინელი დაიღუპა, უმეტესწილად - მშვიდობიანი მოქალაქეები. დაღუპა, აგრეთვე ისრაელის 64 სამხედრო მოსამსახურე და სამი სამოქალაქო პირი.

XS
SM
MD
LG