Accessibility links

logo-print

უკრაინის არმიამ 19 ჯარისკაცი დაკარგა სეპარატისტებთან ბრძოლაში


განვლილი დღე-ღამის განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში 19 ჯარისკაცი დაიღუპა და 97 - ი დაიჭრა. უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს წარმომადგენლის ანდრეი ლისენკოს თანახმად, მსხვერპლი მოჰყვა სეპარატისტებთან შეტაკებებს ლუგანსკის ოლქში. სეპარატისტები კი თავის მხრივ ბრალს დებენ სამთავრობო ძალებს, რომლებიც საარტილერიო ცეცხლს უშენენ დასახლებულ პუნქტებს. მათი ინფორმაციით "გრადის" ტიპის დანადგარიდან განხორციელებულ დაბომბვას დონეცკში 7 აგვისტოს ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 18 კი დაიჭრა.

XS
SM
MD
LG