Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარლ ბილდტი ტვიტერით გამოეხმაურა ღარიბაშვილის კრიტიკას


„თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ სურს, მოუსმინოს ევროკავშირში თავისი ქვეყნის საუკეთესო მეგობრებს, ეს მისი არჩევანია. ჩვენ ამას გავითვალისწინებთ", - დაწერა შვედმა მინისტრმა "ტვიტერზე". საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შვედეთისა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრებს სააკაშვილის კლუბის წევრები უწოდა. სწორედ ასე ახსნა ირაკლი ღარიბაშვილმა იმ კრიტიკა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე ლიტვისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ლინას ლინკევიჩიუსმა და კარლ ბილდტმა გამოთქვეს. ჩვენი სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია გამჭვირვალობა და რეალური დემოკრატიის დამკვიდრება და ის საუბრები, რაც გვესმის, მათ შორის ჩვენი მეგობრების მხრიდან, რომ არ უნდა გამოვიძიოთ წარსულში ჩადენილი დანაშაულებები, - ღარიბაშვილის აზრით, პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს. პრემიერ-მინისტრის თქმით, კანონზე მაღლა არავინ არ უნდა იდგეს.

XS
SM
MD
LG