Accessibility links

ირაკლი ალასანია ავღანეთში ქართველ ჯარისკაცებს შეხვდა


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, რომელიც ავღანეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, ამერიკულ სამხედრო ბაზა "ფენიქსზე" ქართველი სამხედროები მოინახულა. ირაკლი ალასანიამ ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა და მათ სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა. „6 წლის წინ 169 სამხედრო დავკარგეთ, მაგრამ ვერ დაგვაკარგვინეს ღირსების განცდა ვერც ერთს და პირველ რიგში თქვენ, სამხედროებს. ჩვენი ქვეყანა არასდროს დაიჩოქებს და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის სრულ დაცვას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასაც და ერთი რამ გახსოვდეთ, რომ ყველაზე საპასუხისმგებლო, ძლიერი ტვირთი არის ჯარისკაცობა და მინდა გისურვოთ, რომ ეს ტვირთი ბოლომდე ღირსეულად გეტარებინოთ", - მიმართა ირაკლი ალასანიამ

XS
SM
MD
LG